თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე შვიდი მედალი მოიპოვა.
პარამოფარიკავეებმა სამ დისციპლინაში (ხმალი, რაპირა, დაშნა) იასპარეზეს. ორ დისციპლინაში ოქროს მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა, ქართველმა პარამოფარიკავემ ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში პირველობა არავის დაუთმო.
ვერცხლის მედალი მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში გვანცა ზადიაშვილმა, ხოლო ნინა თიბილაშვილმა სამივე დისციპლინაში ბრინჯაოს მედლები აიღო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.