მსოფლიო დღეს

კორონავირუსული ლატარია: თამაშდება სახლი და ავტომობილი

Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ავსტრიულმა ტელეკომპანია ORF-მა ვაქცინაციის წასახალისებლად ლატარია წამოიწყო, რომლის მონაწილეებსაც ერთი ოჯახისთვის განკუთვნილი ასაწყობი სახლისა და ელექტრომობილის მოგება შეუძლიათ, იუწყება Deutsche Welle.
გავრცელებული ინფორმაციით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავსტრიაში მცხოვრებ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ან აპირებენ აიცრან 1 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ჯანმო განგაშს ტეხს: მარტში ევროპაში 500 ათასი სიკვდილია მოსალოდნელი
ამ გზით ORF-ს სურს წაახალისოს მოქალაქეები, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი კოროვირუსული ვაქცინაციის მიმართ.
სულ თამაშდება ათასამდე პრიზი. მოგების შანსი აქვს ყველა ვაქცინირებულს, რომლებიც საიტ werimpftgewinnt.orf.at-ზე დარეგისტრირდნენ. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს, ერთი დოზით არის აცრილი ადამიანი, ორით თუ სამით.
გამარჯვებულები შობის ღამეს გამოვლინდებიან ORF-ის პროგრამაში Licht ins Dunkel („სინათლე ბნელში“).
როგორც ORF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრ ვრაბეცმა თქვა, ლატარია „დამატებითი მოტივაციაა მათთვის, ვისაც ვაქცინაცია სურს“, და ამავდროულად ეს არის აქცია „დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე აცრილია“.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ავსტრიაში სრული ლოკდაუნი ცხადდება
ბოლო 7 დღის განმავლობაში ავსტრიაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, რასთან დაკავშირებითაც ავსტრიის მთავრობამ 22 ნოემბერს სრული „ლოკდაუნი“ გამოაცხადა. ამასთან „ლოკდაუნი“ ეხება ქვეყნის ყველა მცხოვრებს — აცრილებსაც და მათაც, ვინც დაავადება გადაიტანა.