მსოფლიო დღეს

ერდოღანის განცხადებამ თურქული ლირის კურსი ჩამოშალა

Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. თურქული ლირის კურსი მკვეთრად დაეცა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის დღევანდელი განცხადების შემდეგ – რომ აპირებს მოიგოს „ეკონომიკური ომი დამოუკიდებლობისთვის“, იუწყება სააგენტო Reuters.
მსოფლიო დღეს
კაცობრიობის ბედი „ერთი მუჭა“ ქვეყნების ხელში: ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს აკრიტიკებს
გავრცელებული ინფორმაციით, თურქული ვალუტის კურსი 8%-ით დაეცა – 1 დოლარი 12,49 ლირა გახდა.
ამრიგად, მხოლოდ გასული კვირის დასაწყისიდან ლირის კურსი სულ 20%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან — 40%-ით.
სააგენტოს ცნობით, ერდოღანმა ზეწოლა მოახდინა ცენტრალურ ბანკზე, რათა მას კურსი შერბილების აგრესიულ ციკლზე აეღო, რაც, მისი თქმით, ექსპორტის, ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების გაზრდისკენაა მიმართული — მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის დონემ თითქმის 20%-ს მიაღწია, ხოლო ვალუტის გაუფასურება ჩქარდება, რაც მოსახლეობის შემოსავლებზე ძლიერ აისახება.
ცენტრალური ბანკის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ სემიჰ თუმენმა, რომელიც ერდოღანმა სექტემბერში გაათავისუფლა თანამდებობიდან, პრეზიდენტის პოლიტიკა გააკრიტიკა და მოუწოდა მას, დაუბრუნდეს ლირის ღირებულების დაცვის პოლიტიკას.

„ეს ირაციონალური ექსპერიმენტი, რომელსაც წარმატების არანაირი შანსი არ აქვს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ხარისხიან პოლიტიკას, რომელიც თურქული ლირის ფასეულობასა და თურქი ხალხის კეთილდღეობას იცავს“, — დაწერა მან Twitter-ზე.

ანალიტიკოსები ლირის ვარდნის მიზეზად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უგუნურ და ნაადრევ შერბილებას ასახელებენ.