თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.085-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 819.182-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 759.657 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.428), გარდაიცვალა – 11.615 (ბოლო 24 საათში – 62). კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.588 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.103 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 51.440 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36.162, PCR–ტესტით – 15.278.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,89%, ბოლო 14 დღის – 9,11%, ბოლო 7 დღის – 8,97%.
სულ ჩატარებულია 2.107.467 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.594 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.