ხეტყის უკანონო ჭრა: კახეთში 26 ფაქტი დაფიქსირდა

გამოვლენილი ფაქტებიდან ორი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდარღვევები გამოვლენილია ლაგოდეხის, ყვარლის, საგარეჯოს, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში.
უწყების ცნობით, მოქალაქეებმა სატყეო უბნებსა და შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ დაამზადეს დაახლოებით 58 კუბური მეტრი საშეშე მერქანი და მორი, შემდეგ კი მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხეტყის უკანონო ჭრის 140-მდე ფაქტი გამოვლინდა
გავრცელებული ინფორმაციით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ორი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ამ დროისათვის სამართალდამრღვევთა სატრანსპორტო საშუალებები დალუქულია, მათ მიმართ კი ოქმები კოდექსის შესაბამისი მუხლებით შედგა.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.