მსოფლიო დღეს

Sputnik-ბელარუსის ვებ-გვერდზე DDoS-შეტევა განხორციელდა

სააგენტოს ახალი ამბები ხელმისაწვდომია Telegram-არხზე
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. სააგენტო Sputnik-ბელარუსის ვებ-გვერდზე DDoS-შეტევა განხორციელდა, იუწყება სააგენტო თავის Telegram-არხზე.
„ჩვენზე DDoS-შეტევა განხორციელდა, მაგრამ ვუმკლავდებით. უკვე ორი საათია ცდილობენ ჩვენი ვებ-გვერდის www.sputnik.by გატეხვას. და ზუსტად მაშინ, როცა ჩვენს მოსკოვის ოფისში იხილავენ, როგორ ითანამშრომლებენ ბელარუსი და რუსეთი ციფრულ ეპოქაში. დამთხვევაა?“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
Sputnik-ში აღნიშნეს, რომ შეტევას წარმატებით იგერიებენ და სააგენტოს ახალი ამბების გაცნობა შესაძლებელია Telegram-ში.