მსოფლიო დღეს

საფრანგეთის ცირკებში გარეული ცხოველების წარმოდგენები აიკრძალება

ახალი კანონი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის მაქსიმალური სასჯელის ვადას ხუთ წლამდე გაზრდის.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს გარეული ცხოველების ცირკის წარმოდგენებში მონაწილეობას, იტყობინება National Geographic.
კანონის თანახმად, ვეფხვების, ლომების, დათვების და სხვა ცხოველების წარმოდგენები ორ წელიწადში შეწყდება, ხოლო შვიდი წლის შემდეგ მათი ფლობა უკანონო გახდება. დელფინების შოუები ხუთ წელიწადში შეწყდება.
ცირკებზე გათვლილი ღონისძიებების გარდა, ახალი კანონი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის მაქსიმალურ სასჯელს ხუთ წლამდე პატიმრობით და ჯარიმას 75 ათას ევრომდე გაზრდის და ასევე გაამკაცრებს შეზღუდვებს შინაური ცხოველების გაყიდვაზე.
რატომ არ ჩამოდის მოსკოვის ცირკის ქართველი რეჟისორი საქართველოში
წაულების ფერმები დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს, ხოლო სატელევიზიო შოუებში და ნებისმიერ გასართობ, მათ შორის კერძო ღონისძიებებში აიკრძალება გარეული ცხოველების მონაწილეობა.
საფრანგეთის საცირკო მომთვინერებელთა პროფკავშირი აპელაციის შესატანად ემზადება. თუმცა გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ფრანგების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს კანონს. ათობით ქალაქში უკვე აიკრძალა მოძრავი ცირკები ცხოველების მონაწილეობით.