თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. ტყიბულში, მდინარე შაორში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესცენტრში.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცი მდინარის პირას ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად მდინარეში გადავარდა და ის წყალმა წაიღო.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. გარდაცვლილი მდინარიდან ცოტა ხნის წინ ამოასვენეს.