ყვითელი ამბები

„ჩემი დაიკო 20 წლის გახდებოდა“ – ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი ტრაგედიის დეტალები

Sputnik
მშვენიერი ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებაში წარმატებებსა და ბედნიერ დღეებთან ერთად ერთი ტრაგიკული ამბავიცაა – 2011 წელს, როდესაც ის „მის საქართველო“ გახდა, ტრაგიკულად დაიღუპა მისი უმცროსი და - 9 წლის ანეტა.
ჯანეტი ამ თემაზე არ საუბრობს, თუმცა 2011 წელს ჟურნალ „გზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ამ თემაზე და ის დღეც გაიხსენა, როდესაც ტრაგედია მოხდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:

„მის საქართველოს“ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­დან მე­სა­მე დღეს ჩემს ოჯახს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მთე­ლი არ­მია შე­მო­ე­სია. გა­ი­გეს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვი­ყა­ვი და კო­მენ­ტარს გვთხოვ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩემს პა­ტა­რა დას ვაფრ­თხი­ლებ­დით - ფან­ჯა­რას­თან არ მისულიყო, კარი არა­ვისთვის გა­ე­ღო. მე­სა­მე დღეს მე და დედა ქა­ლაქ­ში გა­ვე­დით, ანე­ტას­თან კი ჩემი ძმა დარ­ჩა. თურ­მე ის მა­ღა­ზი­ა­ში ტკბი­ლე­უ­ლის სა­ყიდ­ლად ჩა­სუ­ლა, ამ დროს კარ­ზე ვი­ღა­ცას ზარი და­უ­რე­კავს და ანე­ტას ფან­ჯა­რა­ში გა­და­უ­ხე­დავს, რომ ძმის­თვის და­ე­ძა­ხა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და გად­მო­ვარ­და“.

მოდელის თქმით, ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ანებივრებდნენ. მისი თქმით, ჭორი, თითქოს ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო და ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და. ალ­ბათ ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და", – ამბობს მოდელი.
დღეს გოგონა 20 წლის გახდებოდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით ჯანეტმა „ფეისბუქზე“ მისი ფოტოები გამოაქვეყნა და გაიხსენა პატარა და, რომელიც მისი ოჯახის დიდ და მოუშუშებელ ტკივილად იქცა.