იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

30 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა, თანამზრახველიც ჰყავდა, თუმცა მან პოლიციისგან მიმალვა შეძლო.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. იტალიაში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთვი 2“ ადგილობრივ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი სან-ბასილიოს პოლიციის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ერთ-ერთი შენობის ფასადზე დამონტაჟებულ სარემონტო ხარაჩოზე გადაადგილდებოდა.
დაკავებულის ვინაობა ამ დროისათვის უცნობია. მიმალვა მოახერხა დაკავებულის თანამზრახველმა, რომელიც სავარაუდოდ, ასევე საქართველოს მოქალაქეა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაკავებული იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.