მსოფლიო დღეს

ტერაქტის შემდეგ: ისრაელის პრეზიდენტი „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას მოითხოვს

Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, აღიაროს პალესტინური მოძრაობა „ჰამასი“ და მისი პოლიტიკური ფრთა ტერორისტულ ორგანიზაციად იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის შემდეგ.
შესაბამისი განცხადება მან საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა დიდ ბრიტანეთში სამდღიანი ვიზიტის დასაწყისში.

„ლონდონში დაშვებისთანავე მაცნობეს იერუსალიმში დილის ტერაქტის შესახებ. ის ფაქტი, რომ ტერორისტი იყო „ჰამასის“ პოლიტიკური ფრთიდან, ავალდებულებს საერთაშორისო საზოგადოებას, აღიაროს იგი ტერორისტულ ორგანიზაციად“, — დაწერა ჰერცოგმა.

კვირას რადიკალურმა პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, პასუხისმგებლობა აიღო იერუსალიმში მომხდარ თავდასხმაზე, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს. „ჰამასში“ აღნიშნეს, რომ ისრაელის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის შეიარაღებული თავდასხმების გზით, კვლავაც გაგრძელდება.
თავდამსხმელს — იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკ შუაფატის მკვიდრს ისრაელის პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და ადგილზე მოკლა.