ყვითელი ამბები

„თავიდან ამერიკაში რომ ჩავედით, მშივრები ვიყავით...“ – გოჩა ჩერტკოევი

Sputnik
მოცეკვავე, პროდიუსერი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი გიორგი გაბუნიას იუმორისტულ შოუს სტუმრობდა და საკუთარ ამერიკულ ცხოვრებაზე ვრცლად ისაუბრა.
გოჩამ აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც აშშ-ში ჩავიდა საცხოვრებლად, ძალიან მწირი შემოსავალი ჰქონდა და გადასახადების გადახდის შემდეგ კვირაში მხოლოდ 5-10 დოლარი რჩებოდა, რაც ნორმალურად გამოსაკვებად საკმარისი არ იყო. „მშივრები ვიყავით, მაგრამ სამაგიეროდ გამხდრები და კარგად გამოვიყურებოდით ცეკვისას“, – აღნიშნა ჩერტკოევმა.
„საქართველოში რომ ვესაუბრები ხალხს, ახალგაზრდებს და ყურებჩამოყრილები არიან, ისეთი რაღაცები გამოვიარე, მე თუ არ ვწუწუნებ, შენ რა გაწუწუნებს? გულწრფელად ვამბობ ამას. 5-10 დოლარი კი გვრჩებოდა კვირაში, მაგრამ ეს ჩემი და შორენას ცხოვრებაში მაინც ფანტასტიკური პერიოდი იყო. წინ უნდა იყურო და არ იწუწუნო“, – ამბობს ქორეოგრაფი.