არჩევნები 2021

საქართველოს 19 მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა

წალენჯიხის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაიკავეს.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 19 ქალაქისა და რაიონის მერები, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვეს, უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგნენ.
რაც შეეხება კახა კალაძეს, თბილისის მერის პოსტზე მისი მეორე ვადა 24 ნოემბერს დაიწყება.
წალენჯიხის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მერის თანამდებობა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაიკავეს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი კი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გახდა.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გარდაიცვალა
გარდა ამისა, მმართველი პარტია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი. გამონაკლისია ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და სენაკის საკრებულოები.
20 მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.
64 მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოების პირველ სხდომა ჩატარდება არაუგვიანეს 13 დეკემბრისა, ანუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში.