მსოფლიო დღეს

სროლა იერუსალიმში: უცნობმა პირმა ქალაქის ძველ უბანში ახალგაზრდები დაჭრა

ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მეორის - საშუალო სიმძიმის
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. უცნობმა პირმა იერუსალიმის ძველ ქალაქში ცეცხლი გახსნა, არიან დაშავებულები, თავდამსხმელი განეიტრალებულია, იუწყება ისრაელის პოლიციის პრესსამსახური.
„იერუსალიმის ძველ ქალაქში სროლასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა. ტერორისტი განეიტრალებულია, შემთხვევის ადგილზე არიან დაჭრილები, რომელთაც ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უწევენ", - ნათქვამია განცხადებაში.
სროლა ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში: არიან დაშავებულები – ვიდეო
თავის მხრივ, ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური „მაგენ დავიდ ადომი“ იუწყება, რომ ადგილობრივი დროით 9:01 საათზე მიიღეს შეტყობინება იერუსალიმში სროლის შედეგად 30 წლის ასაკის ორი დაშავებულის შესახებ. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, მეორე დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.