თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. დუბაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტმა გოგიტა არქანიამ ოქროს მედალი მოიპოვა.
37 წლის გამოცდილმა ქართველმა კარატისტმა პირველ ეტაპზე მექსიკელი მიგელ გარიბეი 8:0 დაამარცხა. გოგიტა არქანიამ ფინალამდე მონტენეგროელ პრედრაგ სმოლოვიჩს, ესპანელ ბაბასარ სეკის, ამერიკელ აირ ბრაიანს და ხორვატ ანჯელო კვესიჩს სძლია და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში ქართველი მებრძოლი იტალიელ სიმონე მარინოს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
გოგიტა არქანია
© FB / Гогита Аркания
აღსანიშნავია, რომ გოგიტა არქანია მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა. ქართველმა კარატისტმა ზაფხულში ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, სადაც მეხუთე ადგილი დაიკავა.