მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მამაკაცის ცხედარი მდინარემ კაშხლის ტერიტორიაზე გამორიყა. ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით დეტალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. მდინარე ენგურმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, სავარაუდოდ ის 16 ოქტომბერს სვანეთში გაუჩინარებული კაცია.
მამაკაცის ცხედარი მდინარემ კაშხლის ტერიტორიაზე გამორიყა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სვანეთში პოლიცია გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებს
თამაზ კანკია 16 ოქტომბერს მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში დაიკარგა. მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია. ის ჭუბერში სახერხ საამქროში მუშაობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში, წალენჯიხაში წასვლა გადაწყვიტა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.