თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.357 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.415 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 621, სამეგრელო - ზემო სვანეთი -260, კახეთი - 253, შიდა ქართლი - 242, ქვემო ქართლი - 173, აჭარა - 106, გურია - 95, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 83, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -24.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.772 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 749.699-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 76 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.498 -ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 51.023 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.605 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.568, იმერეთში - 1.412, აჭარაში - 561.
1.667 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 390 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში - 46, იმერეთში - 37. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.157 ადამიანი, მათ შორის 766 - თბილისში, 227 - აჭარაში.
43.261 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45.152 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 812.246-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.