თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინა გორგოძე რუმინელ ირინა ბარესთან წყვილში ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გამართული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალში საქართველო-რუმინეთის დუეტი კაროლინა ალვესს (ბრაზილია) / მარინა ბასოლსს (ესპანეთი) ორ სეტში სძლია - 6:4, 6:3. მატჩი 1 საათსა და 18 წუთს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ გორგოძე ბარესთან წყვილში ნოემბერში უკვე მესამე ტურნირს იგებს. ჩოგბურთელთა პირველი წარმატება რუმინეთის ქალაქ კლუჟში იყო, რასაც ბუენოს-აირესის (არგენტინა) ტურნირზე გამარჯვება მოჰყვა.
ამ დროისთვის გორგოძე WTA-ს წყვილთა რეიტინგში 69-ე ადგილზეა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. დიდი ალბათობით შეიძლება იქვას, რომ მონტევიდეოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გორგოძე თავის პოზიციას რეიტინგში კიდევ ერთხელ გაიუმჯობესებს.