რა მოაქვს ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს — ფოტო

ყოველდღიურ პროტესტებში შესვენებააა — მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მისმა მხარდამჭერებმა ქუჩის აქციები და შიმშილობა შეწყვიტეს. მაგრამ რამდენ ხანს?
Sputnik
მოყოლებული ოქტომბრიდან საქართველოში საპროტესტო ტალღა არ ცხრება. 8 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საპროტესტო აქციები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყო. მაგრამ ახლა სიმშვიდეა, რომელიც, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება.
1 / 15

ბოლო დღეებში ოპოზიცია ყველაზე ხშირად მსვლელობას აწყობდა და მოძრაობას ბლოკავდა

2 / 15

რამდენჯერმე ავტოგარბენიც მოეწყო თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე

3 / 15

თუმცა ყოველდღიური საპროტესტო აქციები უფრო ადრე დაიწყო, სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანამდე. ფოტოზე ნაჩვენებია ერთ-ერთი აქცია რუსთავის ციხესთან, სადაც ყოფნისას გამოაცხადა კიდეც სააკაშვილმა შიმშილობა

4 / 15

აქციებზე მისი მონაწილეები ბანერებითა და პლაკატებით „შეიარაღებულები“ დადიოდნენ, რომელთაგან მთავარი იყო „თავისუფლება მიშას!“

5 / 15

აქციები ტარდებოდა როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებშიც. თუმცა თბილისური აქციები ყველაზე მასშტაბური იყო

6 / 15

ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები ხშირად კეტავდნენ საავტომობილო გზებსაც

7 / 15

საპროტესტო აქციებში თავდაპირველად მხოლოდ ენმ-ს მომხრეები მონაწილეობდნენ, თუმცა შემდეგ სხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ

8 / 15

რუსთავის ციხესთან, სადაც სააკაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, ოპოზიციამ კარვებიც კი დადგა

9 / 15

სააკაშვილის მომხრეები აქციებზე ზოგჯერ მთელი ოჯახებით დადიოდნენ და ბავშვებიც კი დაჰყავდათ

10 / 15

თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ასეთი სურათი იშვიათობა არ იყო, თუმცა ყველაზე მეტი ხმაური მაინც პარლამენტთან იყო ხოლმე

11 / 15

აქციები უმეტესწილად მშვიდობიანი იყო, მაგრამ ინციდენტები მაინც ხდებოდა. პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის, რომლებსაც ძირითადად ჯარიმას უსჯიდნენ

12 / 15

სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტისა და საკრებულოების დეპუტატებმა შიმშილობაც კი გამოაცხადეს

13 / 15

ზუგდიდში მოშიმშილე ოპოზიციონერები საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ გაიყვანა

14 / 15

ბოლო დიდი აქცია პარლამენტთან და მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 19 ნოემბერს გაიმართა. სწორედ იქ გამოცხადდა, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაჰყავდათ და საპროტესტო აქციები წყდებოდა

15 / 15

თუმცა ყოველდღიური აქციები თვენახევრის განმავლობაში ქალაქს დიდხანს დაამახსოვრდება