სამეგრელოში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა - ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა, იუწყება TV Formula.
არსებული მონაცემებით, ერთ-ერთი ავტომობილი გზის შემხვედრ ზოლზე გადავიდა და მომავალ ავტომობილს შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია
ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა: არის მსხვერპლი
ავარიის მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.