მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში მოათავსეს

მიხეილ სააკაშვილი 50 დღე შიმშილობდა. ექს–პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ თუ მას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნე, ის შიმშილობას შეწყვეტდა.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან უკვე გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარასკევს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა. უფრო ადრე ექს–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანდნენ.
რეანიმობილმა, რომელშიც სააკაშვილი იყო მოთავსებული, მთელი გზა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე გაიარა.
პრეზიდენტმა სააკაშვილზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პირველი განცხადება გააკეთა
სააკაშვილს თან ახლდნენ პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, ადვოკატები ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი.
გორის ჰოსპიტალი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა და აღნიშნა, რომ ის სრულად არის აღჭურვილი იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა: ექს-პრეზიდენტი შიმშილობას წყვეტს
სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო ბრალდებებს – გაყალბებულს. ექს–პრეზიდენტის ადვოკატები და პირადი ექიმი დიდი ხანია მოითხოვენ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.