თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის გამო ავსტრიის მთელი მოსახლეობისთვის ორშაბათიდან ლოკდაუნი ცხადდება.
შეზღუდვები შეეხებათ როგორც აუცრელ, ისე აცრილ მოქალაქეებს.
ფედერალური კანცლერის ალექსანდრ შალენბერგის განცხადებით, ლოკდაუნი ყველა მოქალაქისთვის 20 დღით ცხადდება.
დასავლეთ ევროპაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ავსტრიაში ინფიცირების შემთხვევების ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია – თითქმის 1 ათასი შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე.
მანამდე ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვები არავაქცინირებული მოსახლეობისთვის დააწესა. მათთვის განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სახლიდან გასვლა აკრძალული იყო.
ამჟამად ავსტრიაში მოსახლეობის 65%–ია აცრილი, ეს კი ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.