გლდანის ციხეში იუსტიციის მინისტრი მივიდა

სააკაშვილი რეანიმაციაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა და წაიქცა. ამ დრისთვის მასთან დეპუტატები და მედიკოსები იმყოფებიან.
Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მივიდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ტვ პირველი“ ავრცელებს.
დღეს გლდანის ციხის საავადმყოფოში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 49-ე დღე შიმშილობს, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ შეუძლოდ გახდა და წაიქცა. ის საკაცით გაიყვანეს.
ექსპერტთა დასკვნა: ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მკურნალობის პირობებს არ აკმაყოფილებს
სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მედიკოსების ინფორმაციით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად გლდანის ციხეში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო, მიხეილ სარჯველაძე, აგრეთვე მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. ამასთან, ციხეში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც მანამდე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ციხის კლინიკაში იმყოფებიან სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმები, რომლებმაც გუშინ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ვრცელი დასკვნა მოამზადეს.
სამედიცინო ექსპერტი სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე: ტიკარაძე დაეთანხმა ყველა არგუმენტს
ამასთან, ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, სადაც ერთ-ერთ პალატას გისოსები დაუმაგრეს.
ამ დროისთვის გლდანის ციხესთან ოპოზიციონერები არიან შეკრებილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. როგორც ექს-პრეზიდენტი, ისე მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და მხარდამჭერები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.