ყვითელი ამბები

დიკაპრიო ბექჰემის ვაჟის ყოფილ შეყვარებულს ხვდება? – პაპარაცებმა გოგონა სახლთან დააფიქსირეს

Sputnik
მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემი მოდელ ჰანა კროსს დაშორდა, გოგონა გლამურულ ღონისძიებებზე აღარ ჩნდებოდა და პაპარაცებს ემალებოდა. თუმცა ცოტა ხნის წინ ის ლეონარდო დიკაპრიოს იუბილეზე მაინც გადაიღეს.
ყვითელი ამბები
ჯეფ ბეზოსის საცოლის აშკარა ფლირტი ლეონარდო დიკაპრიოსთან სოცქსელებში აიტაცეს – ვიდეო
გლამურული ღონისძიებისთვის ჰანამ ჯინსის ორეული და შავი ჩექმა მოირგო. აღსანიშნავია, რომ მოდელი წვეულებაზე მარტო, პარტნიორის გარეშე მივიდა.
ლეონარდოს ახალგაზრდა მოდელების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. აღნიშნულმა ფოტოებმა საზოგადოებაში ეჭვის ნაპერწკალი გააჩინა, თანაც ჰანა კამილას საოცრად ჰგავს. ამჟამად 47 წლის ლეონარდო უკვე წლებია 24 წლის მოდელს და დამწყებ მსახიობს კამილა მორონეს ხვდება.
მოდელი და დამწყები მსახიობი ლეოს მშობლებს კარგად იცნობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი სერიოზული ურთიერთობა დიკაპრიოს ჯერ არც ერთ შეყვარებულთან არ ჰქონია.