თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა, განაცხადეს „ნაცმოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაში.
ფუტკარაძე №4 მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.
საკრებულოში ფუტკარაძის ადგილმონაცვლის გასარკვევად გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 14 დეპუტატი, „ქართულ ოცნებას“ 16, „ლელო საქართველოსთვის“ – 1, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კი 3 დეპუტატი ჰყავს. სწორედ გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული, თუ ვის ეყოლება საკრებულოში უმრავლესობა – მმართველ პარტიას თუ ოპოზიციას.