თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. რუსეთში „სპუტნიკ V“-ს ტექნოლოგიით შექმნილი ორი რუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს, იუწყება РИА Новости ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ მურაშკოზე დაყრდნობით.
რუსეთის პრეზიდენტთან გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე გამართულ სხდომაზე მინისტრმა ისაუბრა რამდენიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 2020-2021 წლებში იქნა მიღებული.
„გენეტიკური ტექნოლოგიებით შეიქმნა, პირველ რიგში, ვაქცინა „სპუტნიკ V“, რომელიც დღეს გამოიყენება. შექმნილია კიდევ ორი ვაქცინა, რომელიც დღეს კლინიკურ გამოცდას გადის. განსხვავებული პლატფორმებია, თუმცა მოქმედების ანალოგიური პრინციპი აქვთ“, - აღნიშნა მურაშკომ.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთში შეიქმნა გენეტიკური ტესტები, რომლებიც უშუალოდ ადამიანის სისხლში სიმსივნის დნმ-ის არსებობის არაინვაზიურად განსაზღვრის საშუალებას იძლევა. ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გამარტივდა მოთხოვნები რადიოფარმაცევტული პრეპარატების დანერგვის მიმართ.
„შარშან და წელს შევქმენით ორი პრეპარატი, ისინი დღეს დაფინანსებულია და გადის პირველ კლინიკურ ცდებს ადამიანის მონაწილეობით“, - აღნიშნა მურაშკომ.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო მსოფლიოში პირველი ვაქცინა - „სპუტნიკ V“.