რატომ და როგორ უნდა სვათ პომიდვრის წვენი: ექიმი განმარტავს

Sputnik
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პომიდვრის წვენი ინარჩუნებს ცოცხალი პომიდვრის ყველა თვისებას და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, აცხადებს ნუტრიციოლოგი ელენა მოისეევა.
მისი თქმით, ამ სასმელის უმთავრესი ღირსება ისაა, რომ დაბალკალორიულია (17 კკლ 100 გრამზე) და დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს.

„ეს საუკეთესო წვენია გულის კუნთის საკვებად. სასარგებლოა ყველასთვის: ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მამაკაცებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის. ამასთან, აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, რის გამოც პომიდვრის წვენი ავტომატურად შედის დიაბეტიანებისთვის დასაშვები პროდუქტების ჩამონათვალში“, — აღნიშნა ექიმმა.

დადგინდა პომიდვრის წვნის მოულოდნელი სასარგებლო თვისება: იაპონური კვლევა
თუმცა, სპეციალისტის თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ესოდენ სასარგებლო პროდუქტს შეიძლება უკუჩვენება ჰქონდეს.
„სასმელი არ შეიძლება მიიღოთ მწვავე პანკრეატიტისა და გასტრიტის დროს. სახამებლის შემცველ პროდუქტებთან (კარტოფილი, ბრინჯი, პური) ერთად პომიდვრის წვენის მიღებამ შესაძლოა თირკმელებში კენჭების წარმოქმნას შეუწყოს ხელი“, — განმარტა სპეციალისტმა.
გარდა ამისა, პომიდვრის წვენი შესანიშნავი პროდუქტია წონაში დასაკლებად. მისი სადღეღამისო ნორმა — ერთიდან ოთხ ჭიქამდე სასმელია. საუკეთესოა, თუ მას რამდენიმე წვეთ მცენარეულ ზეთს დაამატებთ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალევთ. რაც შეეხება მარილს, ექიმი წვენისთვის მის დამატებას არ გირჩევთ, რათა ორგანიზმმა სითხე არ შეაკავოს. მარილი ჯობს ნივრით ან წიწაკით ჩაანაცვლოთ.