დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ნოემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2021 წლის 17 ნოემბერია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მნიშვნელოვანია, რომ დღის პირველ ნახევარში ნეგატიურ ემოციებსა და ცუდ განწყობას არ ავყვეთ. მისი გავლენით შეიძლება ისეთი რამ მოვიმოქმედოთ, რაც შემდეგ სანანებელი გაგვიხდება. ჯანსაღი გონებით მოქმედება რთულია, მაგრამ ბევრად სასარგებლო. ეს შეცდომებს აგვარიდებს თავიდან. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. შესამჩნევი ცვლილებებია მოსალოდნელი უკეთესობისკენ ადამიანებთან ურთიერთობებში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ნოემბერი>>
ვერძი: გარკვეული სირთულეები გამორიცხული არ არის, მაგრამ მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ბევრ რამეში ძველი ნაცნობები დაგეხმარებიან. ზუსტად იცით, ვის უნდა მიმართოთ მხარდაჭერისთვის. შესაძლებელია იღბლიანი თანხვედრები, რომლებიც მიგანიშნებთ სამომავლო გზებს, გააჩენს საინტერესო აზრებს. სამუშაოზე წარმატებებია მოსალოდნელი. სწრაფად უმკლავდებით რთულ ამოცანებს. საღამოს კარგი სიახლეები გაგახარებთ.
2022 – სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რას უმზადებს შავი წყლის ვეფხვი ზოდიაქოს ნიშნებს
კურო: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია რთული საკითხების განხილვა მშვიდად და კონსტრუქციულად. უსიამოვნო თემებსაც კი ისე განიხილავთ, რომ არავის სწყინს. არაა გამორიცხული, რომ საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ. თქვენი იდეები ბევრს მოსწონს. მნიშვნელოვანია, რომ არ იჩქაროთ. დაფიქრდით თითოეულ ნაბიჯზე. ასე უსიამოვნო მომენტებს აიცილებთ თავიდან. მოუსმინეთ საიმედო ადამიანების რჩევებს.
ტყუპი: ხელსაყრელი დღეა მუშაობის, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებისთვის. ხართ ყურადღებიანი და სერიოზული, გაქვთ საკუთარი ძალების იმედი და მხოლოდ იღბალს არ ხართ მინდობილი. საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულება შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. კარგად ჩაივლის მოლაპარაკებები. ზოგადად, კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ უკეთესობისკენ შეცვალოთ დაძაბული ურთიერთობები.
კირჩხიბი: გულთან ახლოს ნუ მიიტანთ მცირე გაუგებრობებს, რომლებიც დღის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. დღეს სულ მცირე წვრილმანების გამოც ნერვიულობთ, რასაც სხვა დროს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევდით. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. კარგი დროა მუშაობისთვის, რომლის დროსაც შეძლებთ რთულ საკითხებთან გამკლავებას. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს პირად ცხოვრებაშიც. გელოდებათ რომანტიკული სიურპრიზები.
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში
ლომი: არცთუ მშვიდი, მაგრამ ნაყოფიერი და წარმატებული დღეა. სჯობს, წინასწარ შედგენილ გეგმას მიჰყვეთ. ეს ზედმეტი ნერვიულობისა და განცდებისგან დაგიცავთ. ადვილად შეძლებთ ბარიერების გადალახვას. შესაძლებელია რთული სამუშაო ამოცანების გადაჭრა. ამაში დაგეხმარებათ ახალი ნაცნობების გამოცდილება, რომელთა რჩევებს უგლისყურით მოუსმენთ. ახლობლებთან ჰარმონიული ურთიერთობები განვითარდება, კამათის საბაბი არ იქნება.
ქალწული: არ ღირს გარისკვა და სახიფათო ექსპერიმენტების ჩატარება, ტრადიციებიდან გადახვევა, ზოგადად მიღებული წესების დარღვევა. ძალიან საჭიროა სიფრთხილე და წინდახედულება. ამის წყალობით მიაღწევთ დასახულ მიზნებს. გაგახარებთ საოჯახო მოვლენა. შესაძლებელია სასიამოვნო ამბების გაგება ახლობელ ადამიანზე. საღამო შესაფერისი დროა მეგობრებთან შესახვედრად, რომანტიკული პაემნისთვის. დროს შესანიშნავად გაატარებთ.
სასწორი: საინტერესო იდეების დღეა. ენთუზიაზმით ეკიდებით ახალ საქმეებს და ეს სწორია – ბევრი რამ გამოგდით ძალიან კარგად, სწრაფად აღწევთ შესანიშნავ შედეგებს. შესაძლებელია საინტერესო წინადადების მირება. უნდა მოუსმინოთ ინტუიიციას – მისი კარნახით შეიძლება იმის მიღწევა, რაზეც დიდი ხანია ოცნებობთ. კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა – გარშემომყოფებს დააინტერესებთ თქვენი ორიგინალური იდეები.
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი
მორიელი: დღე იღბლიანად ჩაივლის, თუ დიდი მოლოდინები არ გექნებათ. სანამ ახალ საქმეს შეუდგებით, დარწმუნდით, რომ მას დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, რადგან დახმარების მირება დროულად, დიდი ალბათობით, არ გამოვა. ჩვეულ ამოცანებს სწრაფად გადაწყვეტთ, ახალს კი მეტი დრო და მონდომება დასჭირდება. გაგახარებთ მეგობრებთან ურთიერთობები. ისინი კარგ რჩევებს მოგცემენ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში სირთულეებია მოსალოდნელი. იყავით ტაქტიანი და დელიკატური.
მშვილდოსანი: კარგი დღეა რამე ახალი საქმის დასაწყებად, თუნდაც ეს საქმე ძალიან მნიშვნელოვანი არ იყოს. ცხოვრებაში რაღაც უჩვეულოს შეტანა გინდათ და ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. შეგიძლიათ სწავლის დაწყება – ახლა ყველაფერს შესანიშნავად იმახსოვრებთ. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა. კარგი დღეა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელსაც გინდათ, რომ მოეწონოთ.ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ.
თხის რქა: გექნებათ რთული და მნიშვნელოვანი საქმის წარმატების დასრულების შანსი. სირთულეები შეიძლება გაჩნდეს იმ დროს, როდესაც უკვე მიზანთან იქნებით მისული, მაგრამ შეძლებთ ბარიერის გადალახვას და წარმატების მიღწევას. ხართ შემოქმედებითად განწყობილი. გარშემომყოფები აღფრთოვანებული არიან თქვენი იდეებით. შეიძლება ქონებასთან და ფინანსებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. იღბლიანი გამოდგება შენაძენი.
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: შესაძლებელია მოულოდნელობები, რომლებიც ჯერ აგაღელვებთ, მაგრამ მერე მიხვდებით, რომ ის, რაც ხდება, ხელს გაძლევთ. სწრაფად შეძლებთ ორიენტირებას ახალ ვითარებაში და მიირებთ სწორ გადაწყვეტილებებს. იღბალი მათ გვერდით იქნება, ვინც ახალ საქმეს შეეჭიდება. მოსალოდნელია ვიზიტები, შეხვედრები, რაც ძალიან გაგახარებთ. ზოგიერთი რომანტიკულ წინადადებას მიიღებს – დღეს უზომოდ მომხიბლავი ხართ.
თევზები: სასიამოვნო დღეა, რომელიც თქვენ წინაშე საინტერესო შესაძლებლობებს გააჩენს. სამსახურში საინტერესო მოვლენებია შესაძლებელი, ცვლილებები, რომლებიც ახალ ვალდებულებებს, მაგრამ მეტ შემოსავალს გაგიჩენთ. მოსალოდნელია ადამიანების გაცნობა, რომელთა მხარდაჭერით მომავალში თამამ გეგმებს განახორციელებთ. ხშირად ხვდებით ყურადღების ცენტრში. გარშემომყოფებს გულწრფელად აინტერესებთ თქვენი საქმეები.