რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობა შეცვალა

Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობა შეცვალა, შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი აქტების პორტალზეა გამოქვეყნებული.

„შევიდეს ცვილებები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის №310-рп განკარგულებით დამტკიცდა 2020 წლის 21 დეკემბერს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის განახლებულ შემადგენლობაში შევიდნენ იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის, ასტრახანის, ლენინგრადის, ტულის, კალუგისა და კალუგის ოლქის, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის, კამჩატკის, ბაშკირეთის, ალტაის რესპუბლიკების ხელმძღვანელები და ურალის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი.
რუსეთს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ ქვეყანა ამას არც აპირებს: ვლადიმირ პუტინი
ამასთან პრეზიდიუმი დატოვა მანამდე მის შემადგენლობაში მყოფმა ათმა თანამდებობის პირმა.
გავრცელებული ინფორმაციით, განკარგულება ძალაში მასზე ხელმოწერის დღიდან, 15 ნოემბრიდან შევიდა.
რუსეთის სახელმწიფო საბჭოს აყალიბებს და ხელმძღვანელობს ქვეყნის პრეზიდენტი. საბჭოს მთავარი ფუნქციებია: სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მუშაობისა და ურთიერთქმედების უზრუნველყოფა, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, აგრეთვე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა.