გრეისის 12 კანონი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის: ფსიქოლოგის რჩევები

კაცობრიობის ისტორიაში არსებობს გარკვეული კანონები, რომლებიც ყოველთვის მოქმედებაშია. საუბარია ფსიქოლოგიის კანონებზე.
Sputnik
ეს ის კანონებია, რომლებიც ადამიანს ეხმარება, სწრაფად შეაფასოს საკუთარი ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები და სამომავლო პროგნოზებიც გააკეთოს.
ქვემოთ ფსიქოლოგ ნატალია გრეისის რამდენიმე კანონს გაგაცნობთ, რომლებიც არა მარტო იმაში დაგეხმარებათ, რომ შეცდომები გაიაზროთ, არამედ იმაშიც, რომ საკუთარი ცხოვრება ბევრად უკეთესი გახადოთ.
თუ განქორწინებას აპირებთ: როგორ გავუმხილოთ შვილს გაყრის ამბავი - ფსიქოლოგი გირჩევთ
სიცარიელის კანონი: თუ ახალი ფეხსაცმელი გჭირდებათ, გადააგდეთ ძველი. თუ ახალი ტანსაცმელი გჭირდებათ, დაალაგეთ კარადა. სტერეოტიპები საკუთარი ნებით უნდა მოიშოროთ თავიდან.
მიმოქცევის კანონი: მზად იყავით მიატოვოთ ის, რაც გაქვთ, რათა მიიღოთ ის, რაც გსურთ.
დანაკარგის კანონი: შეცდომებს მხოლოდ ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს. და თუ რამეს აკეთებ, ე.ი. შეცდომებიც გარდაუვალია. ამიტომ როცა ასე მოხდება, გააკეთე დასკვნა, შეურიგდი მომხდარს, გადაფურცლე ეს გვერდი და განაგრძე ცხოვრება.
კანონი „ჯობს დააკლო, ვიდრე გადააჭარბო“: ეს კანონი ყველაფერს ეხება — ჯობს სიტყვა ადრე დაამთავრო, ვიდრე ვინმე შეგაწყვეტინებს; ჯობს წვეულებიდან ადრე წახვიდე, ვიდრე ვინმემ შინ „მიგიტანოს“... ნუ გახდი საკუთარ ცხოვრებას ზედმეტად ჩამტკბარს, მარილიანსა თუ წიწაკიანს. ჯობს გაჩუმდე და არ დაასრულო სათქმელი, ვიდრე ხმამაღლა ილაპარაკო და ზედმეტი თქვა.
თარიღებისა და დროის კანონი: არასდროს თქვათ, რომ საქმის კეთებას ხვალ დაიწყებთ. „ხვალ“ არ არსებობს. აი, კონკრეტული თარიღი კი, მაგალითად, 17 ნოემბერი არსებობს. დახედეთ კალენდარს და მონიშნეთ კონკრეტული თარიღი. ასე თქვენი სურვილი, რომ დაიწყოთ რაღაც, რეალობად იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მომდევნო „ხვალამდე“ შეჩერდება.
ჭკვიანებისა და სულელების განმასხვავებელი ჩვევები: მოკლე დახასიათება ფსიქოლოგებისგან
გაჩერების კანონი: შეუძლებელია საკუთარი თავიდან გამოწუროთ ის, რაც აღარ დაგრჩათ, მაგალითად, ძალა. ნუ დაიძაბებით, თუ თქვენი სხეული ამას ვეღარ ახერხებს. დაასვენეთ სხეულიცა და ტვინიც და მხოლოდ მერეღა განაგრძეთ საქმე.
არაიდეალობის კანონი: იდეალები არ არსებობენ. არც შენ ხარ იდეალური. შეწყვიტეთ სახლის „გალოკვა“, გამორთეთ „ფრიადოსნის“ კომპლექსი, ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს შეცდომების ან გარეგნობისთვის. ერთხელ მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს — ასი მამაკაცი გამოკითხეს და იდეალური ქალის პორტრეტი შეადგინეს. შემდეგ მათ რამდენიმე ლამაზმანის ფოტო აჩვენეს და... თითქმის არავინ არ აირჩია იდეალური.
მინიმუმისა და მაქსიმუმის კანონი: გამოჩენილი ადამიანები, ლიდერები, გენიოსები თუ უბრალოდ ნიჭიერი ადამიანები ან უყვართ, ან სძულთ — მათ მიმართ შუალედური დამოკიდებულება არ არსებობს. თუ გაგიმართლა და ასეთი ხარ, ნუ მიიტან გულთან ახლოს იმას, რომ ვიღაც შხამს გაფრქვევს. თუ მტერი არ გყავს, ე.ი. წარუმატებელი ხარ.
გამოხშირვის კანონი: „არა შენი“ ადამიანები აუცილებლად გაქრებიან შენი ცხოვრებიდან. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. გამოხშირვა თავისთავად, თანდათანობით, დროულად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ მოხდება.
თუ ვინმემ სკანდალი მოგიწყოთ: როგორ დავაშოშმინოთ „თავდამსხმელი“ – ფსიქოლოგის რჩევები
გაცემისა და მიღების კანონი: თუ რამეს გასცემ, ის ათმაგად გიბრუნდება. როდესაც რაიმე სარგებელს იღებ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის სხვებსაც გაუზიარო. თუ ამას აკეთებ, უფრო მეტ სარგებელს იზიდავ ცხოვრებაში.
მეათედის კანონი: სამყარო ყოველთვის წაიღებს თავის მეათედს — 10%-ს იმ ყველაფრიდან, რაც გაქვს. შენ არ იცი, როგორ დაგიბრუნდება უკან შენი მეათედი. ეს შეიძლება ვინმესთან შერიგებით, ახალი მეგობრობით, ავადმყოფობისგან განკურნების სახით მოხდეს.
მიტევების კანონი: თუ არ შეგიძლია აპატიო ადამიანებს, ვერ მიიღებ შენს სიმდიდრეს. თუ შენი სული სიძულვილით არის სავსე, სიყვარული მასში ადგილს ვერ იპოვის. უნდა გათავისუფლდე ნეგატიური გრძნობებისგან, რომლებიც გჭამს და გტანჯავს...