COVID-19 - ბოლო ცნობები

საგანგაშო მდგომარეობა: ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში უარესდება

არსებულ ეპიდვითარებაზე მხოლოდ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება მოახდენს გავლენას – დღეში 20–30 ათასი ადამიანი, მიიჩნევს ივანე ჩხაიძე.
Sputnik
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ქვეყანაში დღეში 30 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას, მიაჩნია თბილისის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოსა სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს.
კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი იშვიათად ჩამოდის 5 ათასს ქვემოთ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, რადგან ჰოსპიტალურ სექტორში უკვე საწოლების დეფიციტი იგრძნობა.

„თუ ჩვენ გვინდა მართლა რეალურ შედეგზე ვისაუბროთ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ქვეყანაში პანდემიის კონტროლზე, 21-28-30 ათასი ადამიანის აცრაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ და დეკემბერი–იანვრისთვის უფრო მომზადებული შევხვდეთ ზამთრის პერიოდს. მომზადებაში ვგულისხმობ მოსახლეობის იმ პროცენტულ რაოდენობას, რომელსაც ჩატარებული აქვს ორჯერადი ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5.204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 83 ადამიანი.
COVID-19 - ბოლო ცნობები
12–15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უკვე შესაძლებელია: რეგისტრაცია დაიწყო
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოვლენილია 791.115 შემთხვევა.
ამ დროისთვის სულ აცრილია 2.057.216 ადამიანი, აქედან ბოლო 24 საათში – 8.224. ამჟამად ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 33,9%.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.