COVID-19 - ბოლო ცნობები

რამდენი პენსიონერი აიცრა 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ

60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა 8 ნოემბრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ამოქმედდა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ამოქმედებიდან პირველი კვირის განმავლობაში, პირველი დოზა ვაქცინა ამ ასაკის 10.121-მა პირმა გაიკეთა. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ საქართველოს „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა 8 ნოემბრიდან ამოქმედდა.
60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს.
თანხა აცრის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, აცრილი პირის მონაცემთა ბაზაში ასახვიდან, 5 სამუშაო დღის შემდეგ გაიცემა.
იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერისთვის 2021 წლის განმავლობაში თანხის დარიცხვა ვერ მოესწრება, მას თანხას მომდევნო წლის დასაწყისში ჩაურიცხავენ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინაციის წახალისება პენსიონერებისთვის – როდის გაიცემა 200-ლარიანი დანამატი
გოგოძის თქმით, როგორც კი ამ კვირის მონაცემების დამუშავება დასრულდება, ყველა მოქალაქე თანხას უახლოესი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, ერთდროულად მიიღებს.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, როდესაც წამახალისებელი 200 ლარიანი პროგრამის შესახებ უფრო მეტი 60 წელს გადაცილებული ადამიანი შეიტყობს, ასაკოვან ადამიანებში აცრების რიცხვი მოიმატებს.
პენსიონერების აცრის შემთხვევაში 200 ლარით წახალისების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის ტემპის გაზრდის მიზნით მიიღო.
15 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2.048.393 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1.075.731 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 37,9 %. სრულად ვაქცინირებულია 966.790 ადამიანი - ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. 14 ნოემბერს აიცრა 1.874 ადამიანი.