პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ

პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ იძულებით გადაადგილებულ პირებს სწავლის პერიოდში ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს განცხადებით, პროგრამის მიზანია დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის დასაქმების პერსპექტივის შექმნა.
აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა
პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 15 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ. N15; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე.