მსოფლიო დღეს

პსაკიმ კამალა ჰარისი დაიცვა: პრეს-მდივანი ტვიტს აქვეყნებს

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ მკვეთრად უპასუხა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და განაცხადა, რომ ჰარისი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „მნიშვნელოვანი პარტნიორია“.
შესაბამისი განცხადება პსაკიმ საკუთარ Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ჰარისის ამჟამინდელმა და ყოფილმა თანაშემწეებმა, ადმინისტრაციის დემოკრატმა წევრებმა და სხვა ჩინოვნიკებმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტი გააკრიტიკეს. მათი თქმით, ჰარისი „მზად არ არის“ თავისი მოვალეობების შესასრულებლად.
გარდა ამისა, წყაროების ცნობით, თავად კამალა ჰარისმაც დაიჩივლა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობაში თავს შეზღუდულად გრძნობს.

„ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გაიგონოს: ჰარისი არის არა მარტო მნიშვნელოვანი პარტნიორი [ჯო ბაიდენისთვის], არამედ გაბედული ლიდერიც, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის წინაშე მდგარი საკვანძო, მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა — ხმის უფლებიდან მიგრაციის მიზეზების აღმოფხვრამდე და მაღალსიჩქარიანი კავშირის ქსელების გაფართოებამდე“, — დაწერა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.

მანამდე, სექტემბრის ბოლოს აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაყენება მოითხოვეს, განაცხადეს რა, რომ მან შეცდომები დაუშვა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისას. ამასთან პრეტენზიები შეეხო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც — რესპუბლიკელები მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მოითხოვდნენ.