ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

იმპერატრიცა ეკატერინა II-ის წერილი ვაქცინაციის აუცილებლობაზე აუქციონზე გაიყიდება

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ლონდონში აუქციონზე 1 დეკემბერს იმპერატრიცა ეკატერინა II-ის წერილი გაიყიდება, რომელიც შავ ჭირზე ვაქცინაციის აუცილებლობას შეეხება, იუწყება სააუქციონო სახლი MacDougalls’s.
გავრცელებული ცნობით, წერილთან ერთ ლოტში გასაყიდად იქნება წარმოდგენილი იმპერატრიცას პორტრეტიც, რომელიც მხატვარმა დმიტრი ლევიცკიმ დახატა. ლოტის საწყისი ფასი 0,8–1,2 მლნ გირვანქა სტერლინგია.
MacDougalls’s-ის წარმომადგენელმა დაადასტურა წერილის ნამდვილობა, რომელიც ეკატერინა მეორემ ყირიმში მოგზაურობის დროს მისწერა გენერალ-ფელდმარშალ გრაფ პიოტრ რუმიანცევს.

„ეკატერინას წერილისა და ავტოგრაფების ნამდვილობა აკადემიკოსმა ხრომოვმა დაადასტურა. ეს სრულიად გამაოგნებელი დოკუმენტია — ეს უბრალოდ კალმით მონახაზი კი არ არის, არამედ დეტალური აღწერაა. ეკატერინა პირველი ადამიანი იყო რუსეთში, რომელიც აიცრა“, — განაცხადა MacDougalls's-ის დირექტორმა ეკატერინა მაკდუგალმა.

გავრცელებული ცნობით, წერილში რუსეთის იმპერატრიცა გრაფ რუმიანცევს უზიარებს მოსაზრებებს, როგორ შეიძლება ვაქცინაციის ორგანიზება სახელმწიფო დონეზე და ვაქცინაციის არარსებობას „უდიდეს ზიანად“ აფასებს.
ეკატერინა II რუსეთში პირველი ადამიანი იყო, რომელიც შავ ჭირზე აიცრა 1768 წლის ოქტომბერში. იმ პერიოდში ეპიდემია არა მარტო რუსეთში, არამედ მთელ ევროპაში მძვინვარებდა.
როგორც ცნობილია, იმ მომენტისთვის გამოიყენებოდა ვარიოლაციის მეთოდი. ამ დროს ასაცრელს ხელს რამდენიმე ადგილზე უჭრიდნენ და ჭრილობებში შავი ჭირის მასალა შეჰქონდათ, რომელიც დაავადებულისგან ჰქონდათ აღებული. ეს ხდებოდა, მაგალითად, ჭრილობაზე ძაფის გაჭიმვით, რომელიც ჩირქში იყო ამოვლებული.
ასეთი მეთოდით აცრილთა შორის სიკვდილიანობა 2%-ს შეადგენდა, რაც 20-ჯერ ნაკლები იყო აუცრელთა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.