თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სილამაზის საერთაშორისო კონკურსმა Mrs. Top of the World 2021 მსოფლიოს ულამაზესი გათხოვილი ქალი დაასახელა — ეს რუსი ქსენია დავიდოვაა, იუწყება РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, საკონკურსო პროგრამაში დავიდოვამ დაჯაბნა კონკურენტები დიდი ბრიტანეთიდან, ლატვიიდან, კვიპროსიდან, არუბიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და სომხეთიდან.
29 წლის ქსენია დავიდოვა განათლებით საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტია. ის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, კერძოდ, დააარსა საქველმოქმედო პროექტი რთულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებიანი ოჯახებისთვის.
პეტერბურგელი ქალი მრავალშვილიანი დედაა. მას სამი შვილი ჰყავს — რვა წლის გოგონა და ორი ბიჭი — ოთხი და ორი წლის.
„ჩემი მაგალითით მინდა ვაჩვენო, რომ ქალს შეუძლია იყოს მრავალწახნაგოვანი და რეალიზებული ცხოვრების ბევრ სფეროში“, — განაცხადა ქსენია დავიდოვამ.
კონკურსზე ის ჟიურის წინაშე ეროვნული კოსტიუმითაც წარდგა და ასევე მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიებში საღამოს კაბებითა და ბიკინით. დავიდოვას მიაჩნია, რომ კონკურსში გამარჯვებაში მას მილანში მოდელად მუშაობის გამოცდილება დაეხმარა.