ყვითელი ამბები

ანა შელიას უსაყვარლესი შვილი დედას ძილშიც არ იშორებს გვერდიდან – ემოციური ვიდეო

ცნობილი ქართველი მოდელი მორაგბე ქმართან და შვილთან ერთად ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.
Sputnik
ცოტა ხნის წინ ანა შელიამ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს უსაყვარლესი ვიდეო გაუზიარა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩაძინებული გოგონა ძილშიც კი არ უშვებს ხელს დედას და მაშინვე ეხუტება, როგორც კი იგრძნობს საფრთხეს, რომ შესაძლოა დედა მისგან წავიდეს.
ვიდეომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა. ორი დღის წინ გოგონას ერთი წელი შეუსრულდა. მოდელი ანა შელია და მორაგბე ლაშა ლომიძე 2020 წლის 13 ნოემბერს გოგონას – ელი ლომიძის მშობლები გახდნენ. გოგონა საფრანგეთში დაიბადა.