ვინ განახორციელებს საპენსიო სააგენტოს აუდიტს: პარლამენტმა კომპანია შეარჩია

დამოუკიდებელ აუდიტორს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს კომპანია „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო) განახორციელებს , ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დამოუკიდებელი აუდიტორი საკონკურსო კომისიამ შეარჩია და მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს.

„კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებების გახსნის შემდეგ, კომისიამ არჩევანი აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა“, —აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან ცნობილი ხდება, რომ კონკურსში მონაწილეობას „დიდი ოთხეულიდან“ სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (Ernst & Young Global Limited), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო“ (PwC საქართველო).
როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.