COVID-19 - ბოლო ცნობები

ვისთვის იქნება აუცილებელი ვაქცინის მეოთხე დოზა: გამყრელიძის განმარტება

საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ტარდება.
Sputnik
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა საჯაროდ გაიკეთა.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინის მესამე დოზაზე ასაკობრივი ცენზი გააფართოვა.
გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით მაისში გაიკეთა. როგორც დღეს მან ჟურნალისტებთან განმარტა, ვაქცინის მესამე დოზის გასაკეთებლად არჩევანი Pfizer-ზე შეაჩერა, რათა მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ აღნიშნულ პრეპარატს ვარგისიანობის ვადა ჯერ არ გასვლია.

„ახლა ქვეყანაში Pfizer-ის დაახლოებით 900 ათასი დოზა ვაქცინაა. მათგან უმეტესობას, დაახლოებით 700 ათას დოზას ვარგისიანობის ვადა მარტის ბოლომდე აქვს. დანარჩენს ვადა იანვრის ან თებერვლის ბოლომდე გასდის, ასე რომ, დოზები საკმარისია", – განაცხადა გამყრელძემ.

საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზა 18 წლიდან ყველა პირისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
60 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებული არიან ჩინური Sinopharm-ითა და Sinovac-ით, რეკომენდებულია „ბუსტერ დოზის" გაკეთება მეორე აცრიდან სამი–ექვსი თვის შემდეგ.
პრეპარატ AstraZeneca-თი აცრილებისთვის რეკომენდებულია Pfizer-ით მესამე ვაქცინის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ე.წ. ბუსტერ დოზა შეიძლება 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის დაუშვან
რაც შეეხება Pfizer-ით ვაქცინირებულ პირებს, მათ ასევე შეუძლიათ „ბუსტერ დოზის" გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვი თვის შემდეგ.
მთავარმა ეპიდემიოლოგმა არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მეოთხე დოზის გაკეთებაც.
გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინური ვაქცინებით არიან აცრილი, შეუძლიათ ვაქცინის მესამე დოზა Pfizer-ით გაიკეთონ, 28 დღის შემდეგ კი აღნიშნული პრეპარატით მეოთხე აცრაც ჩაიტარონ.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ტარდება.
12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.032.939 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.066.310 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 37,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 961.973 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,7%. 11 ნოემბერს აიცრა 7.103 ადამიანი.