კანონისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია: აშშ-ის ფლოტმა შავ ზღვაში განმტკიცების მეთოდს მიაგნო

Sputnik
ანდრეი კოცი
ამრიკელებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ შავ ზღვაში დიდი ხნით დარჩნენ. სანამ ამერიკის მეექვსე ფლოტი ნატოელ მოკავშირეებთან ერთად ემზადება „რუსული აგრესიის“ მოსაგერიებლად, ვაშინგტონში მონტრეს კონვენციის გადახედვას მოითხოვენ, რათა სამხედრო ძალა რეგიონში მკვეთრად გაზარდონ. РИА Новости წერს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამან.

მანევრების მიზანი

სამხედრო-საზღვაო სწავლებებს მეექვსე ფლოტის ფლაგმანი Mount Whitney მეთაურობს, რომელიც შავ ზღვაში უკვე მესამედ შევიდა 2014 წლიდან. თავისი არსით ეს მცურავი შტაბია, რომელიც ყველაზე თანამედროვე რადიოელექტრონული მოწყობილობით, კავშირისა და დაზვერვის უახლესი საშუალებებითაა აღჭურვილი. სარდლობა მისი ბორტიდან ოპერატიულად იღებს ტაქტიკურ ინფორმაციას, რომელიც ყველა შენაერთის ეფექტური მართვისთვისაა აუცილებელი.
მოსაზრება: რას აკეთებენ შავ ზღვაში Porter-ი და Mount Whitney
ფლაგმანს კომპანიონობას უწევენ სარაკეტო გამანადგურებელი Porter-ი და ტანკერი „ჯონ ლენტჰოლი“. დაჯგუფებას მხარს უჭერენ რეგიონული მოკავშირეების ხომალდები, ხოლო ჰაერიდან ევროპის ბაზებზე განთავსებული ამერიკული ავიაცია იცავს. მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენები B-1B.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის საზღვრებთან აშშ-ის დაუგეგმავ მანევრებს დესტაბილიზაციად მიიჩნევს. „ერთ-ერთი მიზანი უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისებაა, — დააზუსტეს უწყებაში. — იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის საზღვაო ძალების გარდა, იგეგმება ტაქტიკური, საპატრულო და სტრატეგიული ავიაციის, ასევე ბულგარეთის, საქართველოს, რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტინგენტების გამოყენება, სახეზეა სამხედრო ოპერაციების სავარაუდო თეატრის შესწავლა იმ შემთხვევისთვის, თუ კიევი სამხრეთ-აღმოსავლეთში ძალისმიერი გზით გადაწყვეტს პრობლემის მოგვარებას“.
„ძალის დემონსტრაცია“: ექსპერტი შავ ზღვაში აშშ-ის ქმედებებს აფასებს
შავ ზღვაში ამერიკული გემების გამოჩენას წინ უძღოდა მედია-ზალპების სერია. ოქტომბრის ბოლოს გავლენიანმა გამოცემა Politico-მ „სენსაცია“ გამოაქვეყნა – კრემლი უკრაინის საზღვარზე ჯარებს უყრის თავს, ანუ აშკარად სრულმასშტაბიანი შეჭრას გეგმავსო. ამის დასტურად მათ გამოაქვეყნეს სამხედრო ტექნიკის ფოტოები, რომლებიც თანამგზავრიდან იყო გადაღებული იელნიას რაიონში. თუმცა დაავიწყდათ ეთქვათ, რომ სმოლენსკის ოლქის ამ ქალაქიდან უკრაინამდე 250 კილომეტრზე მეტია — სწორი ხაზით. სხვა დასავლურმა მედიასაშუალებებმა მაშინვე გაავრცელეს პროვოკაციული ინფორმაცია.
ნოემბრის დასაწყისში მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი ჩავიდა. CNN-ის ცნობით, ვიზიტის მიზანი — „კრემლის გაფრთხილება იყო, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების თავმოყრას“. როგორც ჩანს, დაზვერვის ხელმძღვანელი ისევე ცუდად ერკვევა გეოგრაფიაში, როგორც Politico-ს ჟურნალისტები.
როგორც ჩანს, იგივე დაავადება პენტაგონსაც დაემართა. „ჩვენ განვაგრძობთ რუსი სამხედროების შემაშფოთებელ გადაადგილებებზე დაკვირვებას რუსეთის დასავლეთ რაიონებში და უკრაინის ირგვლივ, — განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ. — მოვუწოდებთ რუსეთს, განმარტოს თავისი განზრახვები, თუ რას აკეთებენ ისინი იქ რეალურად“.
„ყველაფერი ამისკენ მიდიოდა“: ნატოში შავი ზღვის საკითხი განსაზღვრეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამ ყველაფერს ფეიკ-კამპანია უწოდა. მაგრამ დასავლეთში ანტირუსული რიტორიკის ბორბალი უკვე დიდი ხანია მუშაობს და მას არავინ აჩერებს. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა მაიკ როჯერსმა და მაიკ ტერნერმა განაცხადეს, რომ საჭიროა უკრაინას ლეტალური იარაღიც მიეწოდოს და ასევე სამხედრო გემებიც გაიგზავნოს შავ ზღვაში „აგრესიის შესაჩერებლად და მოსაგერიებლად“.

ბრბოს შეკრება

1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, მშვიდობიან პერიოდში შავ ზღვაში ნებისმიერი არაშავიზღვისპირა სახელმწიფოს სამხედრო ხომალდების ჯამური ტონაჟი არ უნდა აღემატებოდეს 30 ათას ტონას. მეექვსე ფლოტის ამჟამინდელი დაჯგუფება ძლივს ჯდება ამ ზღვარში. სწორედ იურიდიული შეზღუდვების გამოა, რომ ამერიკელებს აქამდე არასოდეს გაუტარებიათ ბოსფორის სრუტეში მთავარი დამრტყმელი ძალა — 80 ათასი ტონა წყალწვის ატომური ავიამზიდები.
ვაშინგტონს ეს აშკარად არ აწყობს. იქ შესანიშნავად ესმით, რომ სამი ყველაზე თანამედროვე ხომალდიც კი ნამდვილად ვერ დაძლევს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელსაც ყირიმში განთავსებული მძლავრი დაჯგუფება უჭერს მხარს. მონტრეს კონვენციის პირდაპირ დარღვევაზე ამერიკელები, დიდი ალბათობით, არ წავლენ, ყოველ შემთხვევაში, მშვიდობიან დროს. თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც.
ლავროვი: რუსეთი მზადაა ნატოს ნებისმიერი პროვოკაციისთვის
მაგალითად, გავლენიანმა ვაშინგტონურმა გამოცემა The Hill-მა, რომელსაც კონგრესმენები ყურადღებით კითხულობენ, გამოაქვეყნა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ლეიტენანტ-კომანდორ ბრაიან ჰარინგტონის სტატია სათაურით: „ამერიკამ და ნატომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ რუსეთის დომინირებას შავ ზღვაში“. ავტორი აღიარებს, რომ ყირიმში რუსულ ხომალდებზე განთავსებული სარაკეტო კომპლექსები „ბასტიონი“ და „კალიბრი“, ასევე სერიოზული საავიაციო დაჯგუფება, მოსკოვს საშუალებას აძლევს საკუთარ გუმბათქვეშ მოაქციოს აკრძალვის ზონის ფართო ტერიტორია (Anti-Access/Area Denial, A2AD). ამაში პენტაგონი მოიაზრებს რეგიონებს, რომლებშიც ამერიკულ ძალებს გაუმართლებლად დიდი დანაკარგები მიადგებათ პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში.
A2AD-ს გარღვევა მხოლოდ მნიშვნელოვანი რიცხობრივი და საცეცხლე საშუალებების ტექნოლოგიური უპირატესობის წყალობითაა შესაძლებელი. ჰარინგტონმა წამოაყენა წინადადება, გვერდი აუარონ მონტრეს კონვენციით გათვალისწინებულ შეზღუდვებს: თუ ნატოს წევრი თითოეული ქვეყანა, რომელსაც ძლიერი სამხედრო ფლოტი ჰყავს, შავ ზღვაში ორ-სამ ვიმპელს გაგზავნის, ასეთ შენაერთი პრაქტიკულად უძლეველი იქნება.

რით უპასუხებს რუსეთი

საერთაშორისო შეთანხმებების ესოდენ თავხედური უგულებელყოფა შეუმჩნეველი არ დარჩება. რუსეთი ამას რეგიონული ომისთვის პირდაპირ სამზადისად ჩათვლის, რაც სწრაფად გადაიზრდება მსოფლიო, შემდეგ კი სარაკეტო-ბირთვულ ენდშპილში. დიდი ალბათობით, ვაშინგტონი და ბრიუსელი ამ ესკალაციაზე არ წავლენ, მაგრამ შავ ზღვაზე რუსეთის საზღვრების მოსინჯვა გახშირდება.
რა არის ნატოს საიდუმლო სწავლება Steadfast Noon 2021-ის მიზანი
„ისინი მარტონი არ არიან ამაში — ასეთ შემოწმებებსა და ლაშქრობებში. როგორც ვხვდები, შემდგომში მათ წვრთნები ექნებათ ჩვენს მეზობლებთან: ქართულ ფლოტთან და უკრაინის ფლოტთან. ჩვენც ვატარებთ წვრთნებს და კვლავაც ჩავატარებთ“, — ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მეექვსე ფლოტის გემების ვიზიტზე.
მართლაც, დასავლეთის ქვეყნების საზღვაო მანევრების საპასუხოდ რუსეთი ყოველ ჯერზე აწყობს საკუთარ წვრთნებს. მაგალითად, ამ დღეებში ფრეგატმა „ადმირალმა ესენმა“ მანევრები ჩაატარა შავი ზღვის ფლოტის გემების ბაზირების პუნქტის საჰაერო და სარაკეტო შეტევებისგან დასაფარად. ვიმპელმა წარმატებით გაანადგურა ყველა სასწავლო სამიზნე საზენიტო იარაღით.
გარდა ამისა, შავ ზღვაში შევიდნენ წყალქვეშა ძალები — გემები „ეისკი“ და „კასიმოვი“. შავი ზღვის წყალქვეშა ნავების საბრძოლო მუშაობა საიდუმლოდ ინახება. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ექვსი წყალქვეშა „ვარშავიანკის“ ეკიპაჟები 24 საათის განმავლობაში აკვირდებიან ყველას, ვინც ცდილობს იარაღი აჟღარუნოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს