ძლიერი ქარი თბილისში: დაზიანებული სახურავები და წაქცეული ხეები

მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. ძლიერი ქარის გამო თბილისის მუნიციპალური სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა.
კერძოდ, დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.
თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.