რუსეთში მომუშავე ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი, რომელიც ცოტა ხნის წინ „გაზპრომ-მედია ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა, იუბილარია. კანდელაკმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახალგაღვიძებულს კიბეები და მისაღები ოთახი ვარდებით დახვდა მოფენილი.
„საყვარელმა ქმარმა ჩვენი სახლი კავკასიად გადააქცია“, – დაწერა თინა კანდელაკმა. 46 წლის კანდელაკი Ростех-ის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორის ვასილი ბროვკოს მეუღლეა. მისი საყვარელი მამაკაცი მასზე 11 წლით უმცროსია. თინას ჰყავს ორი განსაკუთრებული გარეგნობის შვილი - მელანია და ლეო პირველი ქორწინებიდან მხატვარ და ბიზნესმენ ანდრეი კონდრახინთან.
თინა კანდელაკი სხვადასხვა დროს იყო წამყვანი და პროდიუსერი წამყვან რუსულ მედიაორგანიზაციებში: მიჰყავდა ტოკშოუ „დეტალები“ ტელეარხ СТС-ზე; „არარეალური პოლიტიკა“ НТВ-სა და РЕН ТВ-ზე; იყო საკომუნიკაციო სააგენტო Апостол-ის თანამფლობელი და ფედერალური არხი Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი.
რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.