„ნეტფლიქსის“ ყველაზე პოპულარული კორეული სერიალის მეორე სეზონის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია სერიალის რეჟისორმა ტონ-ჰეკ ჰვანიმ გამოცემა AP Entertainment-თან ინტერვიუში დაადასტურა.
რეჟისორის თქმით, მეორე სეზონი ნამდვილად იქნება და მასზე ახლა ფიქრობს, თუმცა კონკრეტულად როგორ განვითარდება მოვლენები მეორე სეზონში, ჯერჯერობით არ იცის.
„თუმცა გი-ჰუნი (456-ე მოთამაშე) დაბრუნდება და ის დიდ რაღაცას გააკეთებს!“ – ამბობს რეჟისორი.
„კალმარის თამაში“ მოგვითხრობს 456 ადამიანის შესახებ, რომლებსაც ერთი რამ აერთიანებთ – ყველა მათგანს უზარმაზარი ვალი აქვს, რისი გადახდაც არ შეუძლია. მათ სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ საბავშვო თამაშებში, სადაც უზარმაზარი ფულადი პრიზის მოგების შანსი ექნებათ.