ლტოლვილთა მრავალათასიანი ნაკადი 8 ნოემბრის დილით დაიძრა ბელარუსის ტერიტორიიდან პოლონეთთან საზღვრის მიმართულებით.
პოლონეთმა საზღვარზე ანტიტერორისტული ქვედანაყოფები და სხვა დამატებითი ძალები გადაისროლა საზღვრის დასაცავად.
როგორც Sputnik-ს ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის დაცვის კომიტეტში განუცხადეს, მიგრანტებთან დაკავშირებული ვითარების გამო ბელორუსი მესაზღვრეები ასევე გადავიდნენ დაცვის გაძლიერებულ ვარიანტზე.
ბოლო დროს ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ბელარუსთან საზღვარზე დაკავებული არალეგალი მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ისინი მინსკს მიგრაციული კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მეზობელი სახელმწიფოებიდან ლტოლვილებს ძალის გამოყენებით აძევებენ, მინსკს კი დასავლეთის სანქციების გამო „არც ფული აქვს და არც ძალა“, რომ მიგრანტების ნაკადები შეაჩეროს.