1,2 კილოგრამზე მეტი ჰეროინი: სპეცოპერაცია ფონიჭალასა და მარნეულში

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სპეცოპერაცია ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში ჩატარდა.
ფონიჭალაში დაკავებული 29 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ჰეროინის შემცველი 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
თბილისში ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რაც შეეხება მარნეულში დაკავებულ 47 წლის მამაკაცს, მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ჰეროინის შემცველი ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება.
დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.