COVID-19 - ბოლო ცნობები

ანტისხეულების რა დონეა საკმარისი „დელტასგან“ სრულად დასაცავად: აკადემიკოსის განმარტება

Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა და მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტმა ერთობლივი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, ანტისხეულების რა დონე იცავს ადამიანს კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტისგან.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რევაქცინაციის ვადები და პრეპარატები: ჯანმოს ექსპერტმა რეკომენდაცია გასცა
გამალეის ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს ალექსანდრ გინცბურგის თქმით, კვლევაში 4 ათასი მოსკოველი მონაწილეობდა.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ [საერთაშორისო ერთეულების] 300 ანტისხეული სრულად იცავს ადამიანს „დელტა“ ვარიანტისგან. <...> თუ თქვენ 500 და მეტი ერთეული ანტისხეული გაქვთ, ეს იდეალურია COVID-19-სგან დასაცავად“, — განაცხადა მეცნიერმა.

საერთაშორისო ერთეულებზე საუბრისას ალექსანდ გინცბურგს მხედველობაში ჰქონდა banding antibody units (ანტისხეულების გამანეიტრალებელი ერთეულები), რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ შემოიღო. საქმე ისაა, რომ ჯანმო სხვადასხვა ტესტების პრობლემას შეეჯახა, რომლებიც ანტისხეულების რაოდენობას ყველა თავის ერთეულებში განსაზღვრავს. ახლა ტესტების მწარმოებელი თითოეული ფირმა ვალდებულია შეიტანოს სისტემაში ჯანმოს ერთეულებზე გადაყვანილი მაჩვენებელი.