ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - ხვალ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა“.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ორშაბათს საღამოს 8 საათზე თავისუფლების მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა.
როგორც მელიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მმართველმა პარტიამ არ უზრუნველყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.
საპროტესტო აქციის დარბევა: 2007 წლის 7 ნოემბერი ფოტოებში
მელიამ მოუწოდა მოქალაქეებს, შეიკრიბონ თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა“.
„ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (რომელიც რუსთავის ციხეში 38-ე დღე შიმშილობს) სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24 საათი მისცა. ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია, შესაბამისად, თბილისის ცენტრში გაიმართება მორიგი საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის შემდგომი სამოქმედო გეგმები გაჟღერდება.