საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში რუსეთი დაამარცხა

ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბელგრადში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-23) გუნდური პირველობის გამარჯვებული გახდა.
ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.
ქართველმა ძიუდოისტებმა ბაქოში გამართულ ტურნირზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საქართველოს ნაკრებს პირველი ქულა ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა, რის შემდეგაც რუსმა ძიუდოისტებმა ზედიზედ ორი მატჩი მოიგეს. მაგრამ შემდგომ ქართველებმა ინიციატივა თავის ხელში აიღეს და ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმეს. თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს ნიკა ხარაზიშვილმა, სოფია სომხიშვილმა და საბა ინანეიშვილმა, რომელმაც თავის გუნდს გადამწყვეტი ქულა მოუტანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა შესანიშნავად იჭიდავეს ინდივიდუალურ შეჯიბრებებშიც და რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.