თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.104 შემთხვევიდან ყველაზე მეტი 1.635 – შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი – 766, კახეთი – 420, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 322, ქვემო ქართლი – 283, შიდა ქართლი – 246, აჭარა – 168, გურია – 110, სამცხე-ჯავახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 688.781-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 67 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.435-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 53.613 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.774 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.314 ადამიანი, მათ შორის 835 – თბილისში, 272 – აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 48 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 45, ხოლო აჭარაში – სამი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44.201 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.104-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 752.855-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.