თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაიზრდება, რადგან ქვეყანაში 1500-ზე მეტი მძიმე შემთხვევა, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაახლოებით 300 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ამასთან, ჰოსპიტალიზებული ადამიანების უმრავლესობა აუცრელია.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კლინიკური სექტორი გაზრდილი ნაკადების მართვას ვერ გაუმკლავდება.
„უკვე მეხუთე ტალღის პიკია, მაგრამ, ჯერჯერობით, ექიმის გარეშე არავინ დარჩენილა. უნდა შევიკავოთ თავი შეკრებებისგან, თუ 9000-მდე ავა ინფიცირებულთა მაჩვენებელი, კლინიკური სექტორი მართვას ვერ აუვა", - განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების 4.104 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 67 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 4.627 პაციენტი.